Belive

"რატომ არ ვიძახებთ იაპონელ ფეხბურთელს საფრანგეთის ნაკრებში?" - მაკრონი დეშამს

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

19 იანვარს, საფრანგეთის პირველი ლედი და საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, რეიმსის უნივერსიტეტის ჰოსპიტალს ესტუმრნენ. დიდიე დეშამისა და ფრანგი ჟურნალისტების გარემოცვაში მყოფმა, ბრიჯიტა მაკრონმა ფეხბურთზე საუბარს თავი ვერ აარიდა და უხერხულ სიტუაციაშიც აღმოჩნდა.

ბავშვების მონახულების შემდეგ, ბრიჯიტა მაკრონი და დიდიე დეშამი ჟურნალისტების გარემოცვაში აღმოჩნდნენ, რომელთაც მთავარ მწვრთნელს, სანაკრებო სელექციისა და საფეხბურთო კლუბ "რეიმსის" შესახებ ჰკითხეს.

"ნაკრებში "რეიმსის" ფეხბურთელები არ მყავს, მაგრამ ამ კლუბსაც ისევე ვაკვირდები, როგორც ნებისმიერ სხვა ფრანგულ ან უცხოურ საფეხბურთო კლუბს. მოხარული ვარ იმით, რაც "რეიმსში" ხდება" - დეშამმა ჟურნალისტებს დიპლომატიური პასუხი გასცა, თუმცა, სწორედ ამ დროს საუბარში საფრანგეთის პირველი ლედიც ჩაერთო...

"აქ ერთი იაპონელი ფეხბურთელი თამაშობს, რომელიც ძალიან მომწონს. რა ჰქვია? ჯუნია იტო ხომ? დიახ, სწორედ ისაა. იტო ძალიან კარგი ფეხბურთელია. დიდიე, ის აუცილებლად უნდა გამოვიძახოთ ნაკრებში. რატომ არ იწვევ ნაკრებში სათამაშოდ?" - მაკრონის ამ სიტყვების შემდეგ, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც დეშამმა მოკლე პასუხით დაარღვია: "რა გითხრათ, არ ვიძახებ იმიტომ, რომ ის იაპონელია".

ბრიჯიტა მაკრონის საფეხბურთო ცოდნის შესახებ, მეტს ვერაფერს შევიტყობთ, რადგან ამ სახალისო მომენტის შემდეგ, დიალოგი დასრულდა, თუმცა, ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი - ემანუელ მაკრონი, ფეხბურთის დიდი მოყვარულია.