Belive

რატომ არ უნდა დანიშნულიყო ნიდერლანდების კარში პენალტი? - ყოფილი მსაჯის პასუხი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდელი ფანები ამტკიცებენ, რომ ინგლისთან, ევრო 2024-ის ნახევარფინალური ეტაპის მატჩში, მათი ნაკრების კარში თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კეინის წაქცევამდე, ბუკაიო საკას ბურთი ხელზე ეხება.

ნიდერლანდელი ქომაგების აზრზეა ყოფილი შვედი მსაჯი, იუნას ერიქსონი, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინდელი მატჩის არბიტრმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო:

,,მიკვირს, რომ პენალტს არ აუქმებენ... აშკარაა, რომ საკას ბურთი ხელზე ხვდება, რაც ნიშნავს, რომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო!

წესი ნათელია - თუ შემტევს ბურთი ხელზე ეხება, შემდეგ კი გოლი გადის, გოლი უნდა გაუქმდეს.'' - თქვა ერიქსონმა SVT Sports-ის ეთერში

ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა. გარეთ საუთგეიტის გუნდი ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი კვირას, 14 ივლისს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

სხვა სტატიები