Belive

სლოტი: ,,მინდა, დადებითად შევაფასო ჩემი ფეხბურთელების რეაქცია პირველ გაშვებულ გოლზე''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, პსვ ეინდჰოვენთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,მინდა, დადებითად შევაფასო ჩემი ფეხბურთელების რეაქცია 0:1-ის შემდეგ, რადგან პირველი ტაიმის დასრულებამდე კარგად ვითამაშეთ. მატჩში დავბრუნდით და დაწინაურების არაერთი შანსი გვქონდა. პირველი ტაიმის ბოლოს, არა მგონია, ვინმეს ეფიქრა, რომ 1:4-ს წავაგებდით.

1:2-ის შემდეგ, გვქონდა შანსი ისევ გაგვეთანაბრებინა, მაგრამ კიდევ გავუშვით. ამის ატანა რთულია. უნდა გავაანალიზოთ რა მდგომარეობაში ვართ და ბევრი ვიბრძოლოთ.'' - არნე სლოტი

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ლივერპულმა პსვ ეინდჰოვენს უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.

5 ტურის შემდეგ მერსისაიდელებს 9 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზე არიან.

სხვა სტატიები