Belive

რატომ არ გააძევეს მანუელ უგარტე ინგლისთან მატჩში?

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრებისა და ურუგვაის ამხანაგურ მატჩში (1:1), მაყურებლებისთვის გაურკვეველი დარჩა, თუ რატომ გააგრძელა თამაში მანუელ უგარტემ, როცა მსაჯმა მას 2 ყვითელი ბარათი უჩვენა.

პირველი ინციდენტი 70-ე წუთზე მოხდა, როდესაც ITV-ის რეპორტაჟში ნაჩვენები იყო გრაფიკა, რომ უგარტემ ყვითელი ბარათი კოულ პალმერზე უხეში თამაშის გამო მიიღო, 11 წუთის შემდეგ, ურუგვაელმა მეორე ყვითელიც დაიმსახურა, თუმცა მოედნის დატოვების ნაცვლად, თამაში განაგრძო.

თავდაპირველად კომენტატორებმა ეს იმით ახსნეს, რომ მეოთხე მსაჯს, VAR-იდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ყვითელი ბარათის გაუქმება შეუძლია, თუმცა მოგვიანებით, ამავე არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სინამდვილეში პირველი ინციდენტისთვის ყვითელი ბარათი ხოსე ხიმენესმა მიიღო (მსაჯთან კამათის გამო) - ამავეს ადასტურებს OPTA-ც.

მატჩში ანგარიში ნაკრებში დაბრუნებულმა (2022 წლიდან) ბენ ვაითმა გახსნა (81-ე წუთი), ხოლო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, პენალტიდან, ფედერიკო ვალვერდემ გაათანაბრა.