Belive

'ეს კაცი გერმანელების ჩანერგილია?' - ინგლისელების რეაქცია ტუხელის შემადგენლობაზე

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო, 26-კაციანი განაცხადი დაასახელა. სოციალურ ქსელებში ყველაზე დიდი გამოხმაურება სწორედ 'სამი ლომის' შემადგენლობას მოჰყვა, რადგან გერმანელმა სპეციალისტმა სიაში რამდენიმე 'დიდი სახელი' არ შეიყვანა, რაც სრულიად მოულოდნელი იყო როგორც თავად ინგლისელებისთვის, ასევე საფეხბურთო სამყაროსთვის. ჰარი მაგუაიერი, ფილ ფოდენი, კოულ პალმერი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ლუკ შოუ და კიდევ რამდენიმე 'მოსალოდნელი' ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დარჩნენ - მართალია, ტუხელმა ახსნა გადაწყვეტილება, მაგრამ ინგლისელთა ერთი ნაწილისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

საუტგეიტმა ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე ნამდვილად ვერ მივალთ - ყველაფერი ტუხელის ბრალი იქნება, ყველაფერს მივიღებდი, მაგრამ ტრენტი როგორ არაა ნაკრებში?!

ჰენდერსონი ასაკოვანია და როცა პატარა იყო, მაშინაც არაფრით გამოირჩეოდა, ივან ტოუნი კი საუდის არაბეთის ფერმერთა ლიგაში თამაშობს.

ინგლისმა ოფიციალური შემადგენლობა გამოაცხადა და შესაძლოა, ტომას ტუხელმა წარმატებით დაიწყო მესამე მსოფლიო ომი - ძალიან გაბრაზებულები ვართ მისი არჩევანით.

როცა მწვრთნელი უვარგისია, მსოფლიო დონის მოთამაშეები საშუალოზე დაბალ დონემდე დაჰყავს - იქნებ, სწორედ ამიტომ, პირდაპირ საშუალო დონის მოთამაშეები მიჰყავს?

ყველა ბოდავს, ვინც ფიქრობს, რომ ინგლისის ამ გუნდს შეუძლია კარგად ითამაშოს მსოფლიო თასზე. ეს საშუალო გუნდია. ხორვატიასთან პირველივე მატჩში დავმარცხდებით და მერე სიამოვნებით უყურეთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც, მწვრთნელის თქმით, ფიზიკურად კარგად არიან მომზადებული.

რას ცდილობს ამით მიაღწიოს? ეს მას ჯადოქრად ვერ აქცევს და მხოლოდ ზეწოლას ზრდის იმ მოთამაშეებზე, ვინც შეარჩია.

უკვე ეჭვი გამიჩნდა, რომ ტუხელი ჩვენს ნაკრებში გერმანელების ჩანერგილია.

ძალიან ჭკვიანია - ფიქრობს, რომ დიდ სახელებს, ინგლისთან ერთად, არაფერი მოუგიათ და გადაწყვიტა უნიჭოები წაიყვანოს.

მან მოთამაშეები ფორმისა და ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით შეარჩია, რაც საკმაოდ სამართლიანია, მაგრამ ავიწყდება, რომ უდიდეს ტურნირებს ნიჭიერი ადამიანები იგებენ.

მაგუაიერი ინგლისს ბევრჯერ დაეხმარა და ჯერ კიდევ შეუძლია ამის გაკეთება. ახლა ის კარგ ფორმაშია და უნდა მიეცა შანსი.

ტუხელმა შემადგენლობა ისე შეარჩია, როგორც ამას ბოლო წლებში ჩელსი აკეთებს, ამიტომ იმ შედეგს მივიღებთ, როგორსაც - ჩელსი. - ვკითხულობთ X-ზე

ინგლისი L ჯგუფში ხორვატიასთან, განასთან და პანამასთან ერთადაა - ტომას ტუხელის გუნდი მუნდიალზე პირველ შეხვედრას სწორედ ხორვატიასთან ჩაატარებს, იქამდე კი ორი ამხანაგური მატჩი ელოდება ჯერ ახალ ზელანდიასთან, შემდეგ კი კოსტა რიკასთან.

სხვა სტატიები