Belive

რაშფორდი ინგლისის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც არ იქნება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მარკუს რაშფორდი ევრო 2024-ს გამოტოვებს. "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი გაფართოებულ შემადგენლობაში, რომელიც დღეს უნდა გამოცხადდეს, არ მოხვდება.

26 წლის ფორვარდს საკუთარი დონისთვის შეუსაბამო, ზედმეტად სუსტი სეზონი აქვს და ყველა ტურნირზე მხოლოდ რვა გოლი გაიტანა. რაშფორდის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2016 წელს შედგა. მას შემდეგ, სამი ლომის შემადგენლობაში, მან მონაწილეობა მიიღო ყველა მთავარ ტურნირში - ორჯერ ევროზე (2016 და 2021 წლებში) და მსოფლიო ჩემპიონატზე (2018 და 2022 წლებში).

ინგლისის მწვრთნელი გარეტ საუთგეიტი ასევე, სავარაუდოდ, გუნდის გარეთ დატოვებს რაჰიმ სტერლინგს, ჯორდან ჰენდერსონსა და რის ჯეიმსს.