Belive

რაშფორდი ბარსელონას შეუთანხმდა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

Sport.es-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის, მარკუს რაშფორდის იანვარშივე შეძენა "ბარსელონას" სურს.

წყაროს ცნობით, ბარსელონაც და რაშფორდიც უკვე შეთანხმდნენ იჯარაზე, რომელიც 30 ივნისამდე იმოქმედებს, მაგრამ კატალონიელებს ჯერ გუნდის ფეხბურთელებისგან 'განტვირთვა' სჭირდება. კლუბიდან წასვლის ყველაზე დიდი შანსი ერიკ გარსიას აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, "ჟირონა" მზადაა გადაიხადოს 7 მილიონი ევრო და დამატებით 3 მილიონი ევრო ბონუსების სახით. ეს გარიგება ბარსელონას არა მხოლოდ შემოსავალს მოუტანს, არამედ დაზოგავს 6 მილიონ ევროს ფეხბურთელის ხელფასზე, რაც საკმარისი იქნება რაშფორდის დასარეგისტრირებლად.

ასევე ცნობილია, რომ მარკუსის მაღალი ხელფასი, რომელიც წელიწადში 18 მილიონი ევროა, ესპანურ კლუბს გამოწვევას უქმნის. თუ იჯარა ექვს თვეზე მეტხანს გაგრძელდება, კატალონიელებს ფეხბურთელისთვის 9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

არსებობს პოტენციური ვარიანტი, სადაც ინგლისელი ფორვარდის ხელფასის ნაწილს მანჩესტერი დაფარავს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ბარსელონამ უნდა გამოათავისუფლოს სახელფასო ჭერი, რათა ლა ლიგის ფინანსური სამართლიანობა დაიცვას.

სხვა სტატიები