Belive

,,საქართველოსთან ისე ვითამაშეთ, თითქოს, ინგლისი ყოფილიყო'' - რას წერენ ბერძნები სოციალურ ქსელში

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო და ტურნირის საგზური გაიფორმა.

სოციალურ ქსელში საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ბერძენი ქომაგების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

  • ,,ყველაზე უაზროდ დაკარგული შანსი, სამწუხაროა!''

  • ,,თუ არა ახლა, მაშინ როდისღა?''

  • ,,საქართველოსთან ისე ვითამაშეთ, თითქოს, ინგლისი ყოფილიყო.''

  • ,,ჩვენი პრობლემა უიღბლობა იყო...''

  • ,,შანსი გქონდათ, ნაკრების კვლავ დაგვეჯერებინა, თუმცა, როგორც ყოველთვის იმედები გაგვიცრუეთ.

  • ,,MLS-ის ბომბარდირია (იორგოს იაკუმაიკისი) და პენალტის დარტყმა არ იცის.''

  • ,,დრო გაქვთ, რომ პოსტზე კომენტარები შეზღუდოთ!''

  • ,,ეროვნული სულისკვეთება დაკარგულია, ეს ჰიმნის შესრულებისას გეტყობოდათ!''

  • ,,სასწრაფოდ გაუშვით პოიეტი, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი ისევ სკამზე დატოვა.''

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, მეორე შეხვედრაში 22 ივნისს ჩეხეთს დაუპირისპირდება (ჰამბურგში), ჯგუფის ბოლო ტურში კი, 26 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე პორტუგალია იქნება.

სხვა სტატიები