რას ამბობდა კრიშტიანუ რონალდუ სიტიში გადასვლის შესახებ?!
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ვითამაშო "მანჩესტერ სიტიში" და არა "მანჩესტერ იუნაიტედში"? ასე არასდროს მოვიქცევი! რატომ? იმიტომ, რომ ჩემი გული "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის." "შემიძლია გითხრათ, რომ "მანჩესტერ სიტიში" თამაში "მანჩესტერ იუნაიტედის" გამო ძალიან,ძალიან,ძალიან,ძალიან,ძალიან რთული იქნება. ფიქრობთ, რომ 30 წლის ასაკში ფული აზრს შემაცვლევინებს?" "ასე არ ვფიქრობ. ამ გადაწყვეტილებას არასდროს მივიღებ. ფულს, რომ მნიშვნელობას ვანიჭებდე სათამაშოდ ყატარში წავიდოდი და გაცილებით უფრო მეტ ანაზღაურებას მივიღებდი. ფეხბურთი ფული არ არის - არამედ ვნება", - აღნიშნა რონალდუმ.