რაფაელ ვარანის ტიტულები 27 წლის ასაკში
მადრიდის "რეალის" და საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი ჯერ მხოლოდ 27 წლისაა, თუმცა მის მიერ მოგებული ტიტულების რაოდენობა გასაოცარია. ვარანს პროფესიონალურ დონეზე დებიუტი 2010 წელს, 17 წლის ასაკში, "ლენსის" შემადგენლობაში ჰქონდა, დღეს კი მის აქტივში, საკლუბო და სანაკრებო დონეზე ჩატარებული უკვე 400-ზე მეტი მატჩია. ლა ლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურში, "ვილიარეალთან" გამარჯვების (2:1) შემდეგ, "სამეფო კლუბმა" ესპანეთის ჩემპიონატი 34-ედ მოიგო, აქედან სამჯერ კი მედალი ფრანგ ფეხბურთელსაც გადაეცა. საერთო ჯამში, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში, რაფა ვარანმა უკვე 19 ტიტულის მოგება შეძლო, რომელთა სრული ნუსხაც ასე გამოიყურება. ლა ლიგა - 3 კოპა დელ რეი - 1 ესპანეთის სუპერთასი - 3 ჩემპიონთა ლიგა - 4 უეფას სუპერთასი - 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 4 მსოფლიო ჩემპიონატი - 1
ფრანგი ფეხბურთელი კიდევ ერთი სანაკრებო ტიტულის მოგებასთანაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა ევრო 2016-ის ფინალში, მის ნაკრებს, საშინაო არენაზე, პორტუგალლიასთან (0:1) ფეხი დაუცდა. მინდინარე სეზონში, ვარანს და "რეალს" კიდევ 1 ტიტულის მოგება შეუძლიათ. ჩემპიონთა ლიგაში, "ბლანკოსები" მერვედინალში იმყოფებიან და პირველი შეხვედრა "მანჩესტერ სიტისთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" - 1:2 აქვთ წაგებული.🇫🇷 Raphael Varane at 27 years old: 🏆 🏆 🏆La Liga 🏆 Copa del Rey 🏆 🏆 🏆Supercopa de España 🏆 🏆 🏆 🏆Champions League 🏆 🏆 🏆 UEFA Super Cup 🏆 🏆 🏆 🏆 Club World Cup 🏆 World Cup Winner 🌟 pic.twitter.com/N5h6JkAETe — CheekySport (@CheekySport) July 17, 2020