გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს "სიტი" და "რეალი" დაუპირისპირდნენ. მადრიდელებმა შეხვედრა 2:1 დათმეს, მაგრამ გამოსარჩევია რაფაელ ვარანის ცუდი თამაში. მსოფლიოს ჩემპიონმა "ქალაქელებს" ორი გოლი აჩუქა.
ცნობილი სპორტული საიტი "whoscored.com", ყოველი მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებს შეფასებებს უწერს.
გუშინ ვარანმა 4.62 ქულა მიიღო, რაც "whoscored.com-ის" ისტორიაში მე-2 ყველაზე უარესი შედეგია.
ამ მხრივ პირველ ადგილზე ჟოელ ველტმანი გახლავთ, რომელმაც ლონდონის "ჩელსისთან" შეხვედრაში 4.27 ქულა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტი" შემდეგ ეტაპზე "ლიონს" შეხვდება, რომელმაც ტურინის "იუვენტუსი" გამოთიშა ასპარეზობას.