"მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს", - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე
32 წლის თავდამსხმელს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მის გახანგძლივებას კლუბი აღარ აპირებს
აგუერო მანჩესტერში 2011 წელს "ატლეტიკოდან" გადავიდა და 384 შეხვედრაში 257 გოლის გატანა მოახერხა
ზაფხულში მის საპატივცემულოდ გაცილების მატჩი გაიმართება და მისი ძეგლი "ეტიჰედის" წინ, ვინსენტ კომპანისა და დავიდ სილვას გვერდზე აღიმართება
მან "ქალაქელთა" რიგებში ოთხჯერ მოახერხა პრემიერ ლიგის მოგება და ერთხელ აღნიშნული ტურნირის ბომბარდირიც გახდა
შეგახსენებთ, რომ აგუეროს პრემიერ ლიგაში 181 გოლი აქვს გატანილი და ის იყო ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ალან შირერის (260 გოლი) რეკორდის მოხსნა შეეძლო, თუმცა არგენტინელმა ინგლისური კარიერა მეოთხე ადგილზე დაასრულა.