Belive

რამოსმა, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს და ოლიმპიადაზე ითამაშოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' მცველმა, სერხიო რამოსმა, შესაძლოა ევრო 2020 გამოტოვოს. ინფორმაციას Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფეხბურთელი დღეს ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს შეხვდება. სპეციალისტს სურს, რომ რამოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყოს. 35 წლის მცველს თამაში ევროპის ჩემპიონატის გარდა, ტოკიოს ოლიმპიადაზეც სურს, შესაძლებელია, რომ ესპანელმა ევრო 2020-ზე არ ითამაშოს, რათა ოლიმპიადისთვის უკეთ მოემზადოს. 2020-2021 წლების სეზონში რამოსმა ,,რეალის'' მაისურით 21 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ,,სამეფო გუნდის'' კაპიტანს სეზონის ნახევარი ტრავმების გამო გაუცდა.

სხვა სტატიები