Belive

რამოსმა პიკეს მიღწევა გაიმეორა - ესპანელი მცველები რეკორდსმენები არიან 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, "ბრიუგესგან" პირველ ტაიმში 2 გოლის გაშვების შემდეგ, წონასწორობის აღდგენა და ქულის მოპოვება (2:2) მოახერხა. 55-ე წუთზე, სხვაობა მადრიდელთა ლეგენდარულმა კაპიტანმა სერხიო რამოსმა შეამცირა, რომელმაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში ზუსტი თავური დარტყმით გაგზავნა. "სამეფო კლუბის" ლიდერმა გოლი ჩემპიონთა ლიგის 10 სხვადასხვა გათამაშებაში გაიტანა, რაც მცველებს შორის უმაღლესი შედეგია. აქამდე იგივე მაჩვენებელი "ბარსელონას" ცენტრალურ მცველს ჟერარდ პიკეს ჰქონდა.

ესპანეთის ნაკრების 33 წლის უკანახაზელს ჩემპიონთა ლიგაში 12 გოლი მოუგროვდა.

სხვა სტატიები