კამპ ნოუ აინტრახტის ფანებმა დაიპყრეს
UEFA-ს ევროპა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "ბარსელონა" "აინტრახტს" დაუპირისპირდა. სტუმრად ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის შემდეგ, "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" უპირობო ფავორიტის სტატუსით სარგებლობდა, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად, "ბლაუგრანა" 2:3 დამარცხდა. ორი შეხვედრის ჯამში, "ბარსელონა" "აინტრახტთან" 3:4 დამარცხდა და ევროპა ლიგას გამოეთიშა. საფინალო სასტვენის შემდეგ, "აინტრახტის" ფეხბურთელებმა გამარჯვება და ნახევარფინალური საგზური საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად იზეიმეს. ფრანკფურტის "აინტრახტის" ფანებმა შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელი შეძლეს. "კამპ ნოუზე" გამართულ მატჩს 30,000 გერმანელი გულშემატკივარი დაესწრო, რომელიც "აინტრახტს" აქტიურად ქომაგობდა. ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარსაც კი ნაკლებად გაახსენდება შემთხვევა, როდესაც საყვარელ გუნდს ამ რაოდენობის გულშემატკივარი მიჰყვებოდეს გასვლით შეხვედრაში. "კამპ ნოუზე" შეკრებილმა გერმანელმა ფანებმა "აინტრახტის" ფეხბურთელებს თავი საშინაო გარემოში აგრძნობინეს.
Es el Camp Nou aunque parezca el Bernabeu… pic.twitter.com/58XgcHIxJz — Helena Condis Edo (@HelenaCondis) April 14, 2022
Das ist so irre! 💥 –––––#FCBSGE 2:3 | #SGEuropa pic.twitter.com/cF4arsMqni — Eintracht Frankfurt (@Eintracht) April 14, 2022