Belive

რამოსმა და ვასკესმა რეალს უარი უთხრეს - ესპანელები სამეფო კლუბს ტოვებენ? 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის "რეალის" კაპიტანს, სერხიო რამოსს კლუბთან არსებული კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. მოქმედი ხელშეკრეულება უმთავრდება გუნდის შემტევს, ლუკას ვასკესსაც, თუმცა, ფეხბურთელები გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. Marca– ს ცნობით, ორივე მოთამაშემ "სამეფო კლუბის" მიერ შემოთავაზებულ უახლეს კონტრაქტზე უარი თქვა, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ფინანსური მდგომარეობა კლუბს საშუალებას არ აძლევს ფეხბურთელებს სასურველი ანაზღაურება გადაუხადოს. ამჟამად, მხარეები მოლაპარაკების პროცესში ჩართულნი არ არიან. ამავე დროს, აღინიშნა, რომ ფეხბურთელებს საბოლოო უარი არ განუცხადებიათ და ჯერ კიდევ არსებობს შანსი,  რომ  ესპანელები გუნდში დარჩნენ. ესპანეთის ნაკრების კაპიტნის დამატების მთავარი პრეტენდენტი "პარი სენ-ჟერმენი" გახლავთ, რომლებიც "ფურია როხასა" და "ბლანკოსების" ცენტრალურ მცველს იმ ანაზღაურებას პირდებიან, რის გადახდასაც "თეთრები" ვერ ახერხებენ. 34 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის პირობებით უფლება აქვს, რომ შემდეგი თვიდან მოლაპარაკებები სხვა კლუბებთან აწარმოოს და წინასწარი კონტრაქტიც გააფორმოს. მსოფლიოსა და ორგზის ევროპის ჩემპიონი "რეალში" 2005 წელს, "სევილიადან", 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და ყველა შესაძლო ტიტულის, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. რამოსმა მადრიდელთა მაისურით 668 შეხვედრაში 100 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები