Belive

რამოსის მომავალი გაირკვა? | ესპანელი კარიერას საფრანგეთში განაგრძობს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ, რაც სერხიო რამოსმა მადრიდის "რეალის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, სპორტული პრესა აქტიურ რეჟიმში განიხილავდა მის შესაძლო ტრანსფერს რომელიმე კლუბში. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ რამოსმა რამდენიმე კლუბს თავად მიმართა, მათ შორის იყვნენ მილანიც და ბაიერნიც. უცხოურ მედიაგამოცემა Bleacher-ზე დაყრდნობით რამდენიმე წუთის წინ სერხიო რამოსსა და ფრანგულ გრანდს, "პსჟ"-ს შორის საკონტრაქტო შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც ესპანელი მცველი საფრანგეთში 2 წლით იასპარეზებს. რამოსის პარიზულ გრანდში გადასვლას ფრანგული RMC Sport-ის რედაქტორი მოჰამედ ბუფაფსიც ადასტურებს. კონტრაქტის ფინანსური დეტალები ამ ეტაპისათვის ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილი იყო რამოსის მიერ "მილანისთვის" შეთავაზებული მისეული პირობები, რომლის თანახმადაც რამოსმა "როსონერისგან" 2-წლიანი კონტრაქტი და საკმაოდ მაღალი ხელფასი - ყოველწლიური 15 მილიონი ევრო მოითხოვა. საყურადღებოა, რომ რამოსი კონტრაქტის გაფორმებაში იტალიური კლუბისგან დამატებით 20 მილიონ ევროს ითხოვდა. ამრიგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რამოსის ყოველწლიური ხელფასი მინიმუმ 15 მილიონი ევრო იქნება.

სხვა სტატიები