თილისმის საოცარი ისტორია: კოუტინიო ისევ ატარებს მესის საჩუქარს, რომელიც სამი წლის წინ მიიღო | PHOTO
თილისმის გასაოცარი ისტორია, რომელშიც ამ სტატიაში ვისაუბრებთ, 2018 წლის მუნდიალის დროს დაიწყო, როცა ისლანდიასა და არგენტინას შორის მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა, ლიონელ მესიმ კი 11-მეტრიანის გოლად ქცევა ვერ მოახერხა. მატჩის შემდეგ, შერეულ ზონაში, არგენტინელმა ჟურნალისტმა რამა პანტაროტომ, მოულოდნელად, 7 ოქროს ბურთის მფლობელ ფეხბურთელს წითელი სამაჯური გადასცა, რომელიც მის გარდაცვლილ დედას ეკუთვნოდა. მაგრამ მთავარი მოულოდნელობა წინ იყო. რამდენიმე დღის შემდეგ, ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, ნიგერიის წინააღმდეგ, რომელში გამარჯვებითაც (2:1) "ალბისელესტემ" 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა, ლეო მესიმ ეს სამაჯური ტერფის გარშემო გაიკეთა და ასე ითამაშა, რის დასამოწმებლადაც ოპერატორებს ფეხი აჩვენა.
Coutinho still wears the band Messi gave him for good luck back in 2019 🥺❤️ pic.twitter.com/RgWRDtHA1H — Harvey (@LaPulga__10) January 12, 2022