Belive

რამოსი: ,,მესის წინააღმდეგ თამაშით რამდენიმე წელი ვიტანჯებოდი''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მცველმა, სერხიო რამოსმა, PSG TV-სთან ინტერვიუში, მის თანაგუნდელზე, ლეო მესიზე, ისაუბრა:

,,მესის წინააღმდეგ თამაშით რამდენიმე წლის განმავლობაში ვიტანჯებოდი. ახლა კი მისი თანაგუნდელობით სიამოვნებას ვიღებ.

ლეო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია,'' - რამოსის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

მესი და რამოსი ,,პარი სენ ჟერმენში'' 2021 წლის ზაფხულში გადავიდნენ. მანამდე ფეხბურთელები, 17 სეზონის განმავლობაში, ლა ლიგაში, ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ.

ლიგა 1-ის 21 ტურის შემდეგ, ,,პსჟ'' 51 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,მარსელს'' 5 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები