რამოსი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ოქროს ბურთის მოგებაში დახმარებას სთხოვდა
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"თქვენ იცით, რომ არასდროს არაფერი მითხოვია თქვენთვის. ეს განსაკუთრებული წელი იყო, ვინაიდან უამრავი საფეხბურთო სპექტაკლი შევთავაზეთ გულშემატკივარს, რომლის მთავარი გმირიც მე ვიყავი. მინდა დამეხმარო რითაც შეგიძლია და გამოიყენო შენი კავშირები უეფაში. მთელი ცხოვრება შენი მადლობელი ვიქნები. ამას არა მხოლოდ მე, არამედ ესპანური ფეხბურთიც იმსახურებს." - უთხრა რამოსმა რუბიალესს.Daily Mail- ის ცნობით რუბიალესმა უპასუხა, რომ სერხიო ისედაც მოიგებდა ოქროს ბურთს, რადგან ეს მას ეკუთვნოდა. მან ასევე თქვა, რომ აპირებდა რამოსის დახმარებას ყველაფერში,თუმცა, აღიარა, რომ ის არ წყვეტს თუ ვინ მიიღებს ჯილდოს და ამიტომ ვერაფერს დაპირდებოდა. მიუხედავად რამოსის ბრწყინვალე სეზონისა, იყო ერთი ადამიანი, რომელიც იმ სეზონში, ბევრის აზრით, ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი იყო - რობერტ ლევანდოვსკი. ბუკმეიკერები სწორედ პოლონელ ფეხბურთელს ასახელებდნენ ამ ტიტულის ფავორიტად. რობერტმა შეძლო და გაიტანა მეტი გოლი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მოთამაშემ ევროპაში, თუმცა ჯილდო საბოლოოდ გაუქმდა, პანდემიის გამო.