Belive

რამირესი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩინური „ცზიანსუ საინტის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი, რამირესი შესაძლოა ევროპაში სათამაშოდ დაბრუნდეს. L’Equipe-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი მოლაპარაკებას პორტუგალიურ „ბენფიკასთან“ აწარმოებს. ფრანგული გამოცემის ანონიმური წყაროს თანახმად, რამირესი „ბენფიკასთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მისი ანაზღაურება კი 3 მილიონი ევრო იქნება. შეგახსენებთ, რომ რამირესი „ბენფიკაში“ 2009-2010 წლებში თამაშობდა. ამის შემდეგ, 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ბრაზილიელმა ნისლიან ალბიონზე განაგრძო კარიერა. 6 წლის შემდეგ, გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრმა რამირესმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კარიერა ჩინურ „ცზიანსუ საინტში“ გააგრძელა, თუმცა სავარაუდოდ, კარიერის მიწურულს იგი ისევ ევროპაში ითამაშებს.

სხვა სტატიები