პატრიკ ვიეირა: "დეზირე დუე მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჯენოას ფრანგმა მწვრთნელმა - პატრიკ ვიეირამ, დიდი მოწონება გამოხატა დეზირე დუეს მიმართ, პსჟ-ს ახალგაზრდა თავდამსხმელისა და 2025 წლის „Golden Boy"-ს ფინალისტის მიმართ.
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ დეზირე დუე მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია.
,,დეზირე დუე ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია - მან არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა გოლი, სადაც მთელი თავისი ნიჭი გამოავლინა, არამედ რენშიც დიდი პროგრესი განიცადა და პსჟ-შიც განაგრძობს გაუმჯობესებას. მან რთული პერიოდი გაიარა, მაგრამ ბევრი იშრომა და არასდროს დანებდა.
ლამინე იამალი წელს ნომინირებული არ არის, ამიტომ ვფიქრობ, დუე გაიმარჯვებს. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც დიდი ნიჭი და პოტენციალი აქვს. კლუბმა კარგი გარემო უნდა შეუქმნას სწავლისთვის, შეცდომების დაშვებისა და შემდეგ ამ შეცდომებზე სწავლისთვის.
დეზირ დუე იდეალური მაგალითია. ვფიქრობ, ის მსოფლიოში საუკეთესოთა შორის საუკეთესოა..." - პატრიკ ვიეირა
შეგახსენებთ, რომ 20 წლის დეზირე დუე პსჟ-ში 2024/2025 წლების სეზონიდან თამაშობს, რა დროშიც მან 65 თამაში ჩაატარა, სადაც 16 გოლის გატანა და 17 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულს პარიზულ გრანდთან ერთად დაეუფლა.