Belive

რამაზ სვანაძე: "ისეთი გრანდი დავამარცხეთ, რომელსაც შემადგენლობაში პრემიერ ლიგის ფეხბურთელები ჰყავდა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წლის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმის ახალ სტადიონზე, ინგლისელი თანატოლები ამხანაგურ დაპირისპირებაში - 3:2 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ, გამორჩეული გამარჯვების შესახებ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ისაუბრა.
"გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთ გრანდს ამარცხებ. გუნდს, რომელსაც ინგლისის პრემიერ ლიგის ბევრი ფეხბურთელი ჰყავს შემადგენლობაში - ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს გამარჯვება და სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს მსურს მადლობა ვუთხრა იმ მხარდაჭერისთვის, რაც მთელი 90 წუთი ასე იგრძნობოდა ტრიბუნებიდან. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს საწყისი ეტაპია - ამ თამაშით დასრულდა ევრო 2023-ისთვის მოსამზადებელი პროცესის პირველი წელი და კარგია, რომ გამარჯვებით დავასრულეთ. განვლილი პერიოდიდან გამომდინარე, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, არ იქნება ის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად გამოვა. ჩვენც გვექნება ჩვენი მიზნები, ჩვენი ამბიცია და ჩვენც ვეცდებით ჩვენსას, დანარჩენი უკვე შემდგომ სალაპარაკოა", - თქვა რამაზ სვანაძემ.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მხრიდან ინგლისელთა კარში დუბლი გიორგი გულიაშვილმა შეასრულა, ხოლო 1 გოლის გატანა გიორგი გოჩოლეიშვილმა მოახერხა.

სხვა სტატიები