Belive

რამაზ სვანაძე: "გუნდში იყო განცდა, რომ თამაში გადაგვერჩინა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

21-წლამდელთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და 2:0 ჩამორჩენისა და მეორე ტაიმში ჩინებული თამაშის ხარჯზე, მატჩი 2:2 დასრულდა.

2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 4 ქულით პირველ პოზიციას იკავებს.

მატჩის შემდეგომ პრესკონფერენციაზე, ბელგიასთან ჩატარებული მატჩი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ შეაფასა.

"პირველ ტაიმში დისციპლინით არ გამოვირჩეოდით, მაგრამ შემდეგი მოვლენები იყო ის მენტალური მიდგომა, რაც გვსურდა. ემოციური და სატურნირო თვალსაზრისით ჩემთვის ეს კარგი გამოცდილება იყო.

რა ვუთხარი ბიჭებს გასახდელში? მწვრთნელი ევრაფერს შეცვლის, თუ გუნდში არაა საკუთარი ძალების რწმენა. გუნდში იყო განცდა, რომ თამაში გადაგვერჩინა. პირველი მატჩის შემდეგ არ გვქონდა უფლება, მოედანი წაგებით დაგვეტოვებინა.

ნიკა გაგნიძეზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. ახლა დიაგნოზს დასვამენ და ზუსტად მის შესახებ ინფორმაცია, ითამაშებს თუ არა, ხვალ გვეცოდინება.

ბოლო თამაშში ფრესთვის ხომ არ გავალთ? მაგრამ ჩვენ მოედანზე ქულის მოსაპოვებლად არასოდეს გავსულვართ. მაგრამ სატურნირო მდგომარეობა და ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. თანაც,. ნიდერლნადებს ძალიან მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს“ - განაცხადა რამაზ სვანაძემ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 27 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება.

სხვა სტატიები