Belive

რაკიტიჩი: "ვალვერდეს დროს ბარსელონადან წასვლაზე ვფიქრობდი" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ერნესტო ვალვერდეს პერიოდი და მასთან გართულებული სამუშაო პროცესი გაიხსენა. "იანვარში კლუბის დატოვებას ვაპირებდი. ვალვერდესთან გატარებული დრო საუკეთესო არ იყო. ბევრი ცუდი მომენტი მახსენდება, გულწრფელად ვიტყვი, რომ იყო ისეთი საკითხები, რომელიც ნამდვილად ძალიან მაღიზიანებდა, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა",-თქვა ხორვატმა ფეხბურთელმა. 31 წლის ნახევარმცველს, რომელიც "ბარსელონამ" 2014 წელს, "სევილიადან" შეიძინა, მილანის "ინტერს" უკავშირებდნენ, თუმცა "ნერაძურიმ" აქცენტი კრისტიან ერიქსენზე გააკეთა.

სხვა სტატიები