Belive

რაიან რეინოლდსმა ბეილს რექსჰემში თამაში შესთავაზა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ცნობილმა მსახიობმა და უელსური "რექსჰემის" მფლობელმა - რაიონ რეინოდლსმა, კარიერადასრულებულ გარეთ ბეილს, კლუბში მოსვლა შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე - ბენ ფოსტერი, ახლახან დაბრუნდა ფეხბურთში, რათა ეთამაშა შვიდი მატჩი და დახმარებოდა "რექსჰემს" ისტორიულ სვლაში, რის შემდეგაც "რექსჰემი" ინგლისის ჩემპიონატის ლიგა 2-ში დაწინაურდა.

ამავდროულად, უელსისა და "რედინგის" ყოფილმა ვარსკვლავმა - ჰალ რობსონ-კანუმ რეინოლდსს წინადადება შესთავაზა და უთხრა, რომ ის მომავალ სეზონში უფასოდ ითამაშებს "რექსჰემთან" ერთად ლიგა ორში.

მაგრამ რეინოლდსი და თანამფლობელი რობ მაკელჰენი ამაზე დიდი მიზნისკენ მიისწრაფვიან, ჰოლივუდის ვარსკვლავები ყველანაირად ცდილობენ, რომ კლუბში გარეთ ბეილი მოიყვანონ.

უელსისა და მადრიდის "რეალის" ლეგენდამ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ თავის ბრწყინვალე კარიერა დაასრულა. ცოტა ხნის წინ კი მან სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც იგი "რექსჰემს" ეროვნული ლიგის მოგებასა და ლიგა 2-ში დაწინაურებს ულოცავდა.

საპასუხოდ, მაკელჰენიმ 33 წლის ფეხბურთელი გოლფის სათამაშოდ მიიწვია, ამის ერთ-ერთი მიზანი კი გარეთ ბეილის კლუბში გადმობირება იყო.

"გარეთ, მოდი ვითამაშოთ გოლფი, სადაც მე დავხარჯავ 4 საათს იმისათვის, რომ დაგარწმუნოთ, რომ პენსიაზე გასვლა ჯერჯერობით ადრეა და შენ 1 სეზონის თამაში კვლავ შეგიძლია..." - რობ მაკელჰენი.

სხვა სტატიები