რაიან გიგზმა დაადასტურა - გარეთ ბეილი ტრავმირებულია და ნაკრებს ვერ დაეხმარება
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"გვინდოდა, რომ ბეილი ჩვენთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ ტრავმა მას ამის შესაძლებლობას არ აძლევს. საბედნიეროდ, დაზიანება მსუბუქია და იმედი მაქვს, რომ ის მალე დაგვიბრუნდება", - თქვა უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა რაიან გიგზმა.უელსის ნაკრები ოქტომბერში სამ მატჩს გამართავს: 8-ში ინგლისის, 11-ში და 14-ში კი შესაბამისად ირლანდიისა და ბულგარეთის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ. ზაფხულში, ბეილი "ტოტენჰემში" მადრიდის "რეალიდან" იჯარის წესით გადაბარგდა. ხელშეკრულება ერთწლიანია. აღსანიშნავია, რომ მისი ყოველკვირეული ხელფასი 650 000 ევროდან 240 000-მდე შემცირდა. მისი კონტრაქტი "სამეფო კლუბთან" ძალაში 2022 წლის ზაფხულამდეა.