Belive

პსჟ და ფენერბაჰჩე შკრინიარის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პსჟ მზადაა, ფენერბაჰჩეს მილან შკრინიარი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიჰყიდოს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეები ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ.

სლოვაკმა გასული სეზონი იჯარით სწორედ სტამბოლურ გუნდში გაატარა, რამდენიმე დღის წინ კი პარიზში დაბრუნდა, სადაც პსჟ-ს 21-წლამდელთა გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. შესაბამისად, ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, რომ პარიზელები ფეხბურთელის გაყიდვას აპირებდნენ.

30 წლის მცველმა გასულ სეზონში ფენერბაჰჩეს მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

  • ფრანგული მედიის ცნობით, პარი სენ ჟერმენს ზაფხულში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის რანდალ კოლო მუანი, მარკო ასენსიო, კარლოს სოლერი და ნორდი მუკიელე არიან.

სხვა სტატიები