Belive

რაჰიმ სტერლინგი ნიდერლანდების ჩემპიონატში იასპარეზებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩელსისა და არსენალის ყოფილი ფეხბურთელი, ინგლისელი რაჰიმ სტერლინგი ფეინოორდში იასპარეზებს. 31 წლის შემტევი ნიდერლანდურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და როტერდამელთა ღირსებას მიმდინარე წლის ზაფხულამდე დაიცავს.

რაჰიმ სტერლინგი კარიერის განმავლობაში სულ ინგლისურ გუნდებში ასპარეზობდა, მან ახალგაზრდული კარიერა ქუინს პარკ რეინჯერსში დაიწყო, შემდეგ ლივერპულის ახალგაზრდულში ვიხილეთ, ხოლო 2012-დან 2015 წლამდე მთავარ გუნდში ასპარეზობდა. ლივერპულის შემდეგ მანჩესტერ სიტიში, არსენალსა და ჩელსიშიც თამაშობდა.

ასევე გეტყვით, რომ სტერლინგს ყველა კარიერული ტიტული მანჩესტერ სიტისთან ერთად აქვს მოგებული - 4 პრემიერ ლიგა, 1 FA თასი, 5 ინგლისის ლიგის თასი, 1 ინგლისის სუპერთასი. 2019 წელს კი ინგლისელი ფეხბურთელი მანჩესტერული გუნდის საუკეთესო ფეხბურთლად დასახელდა.

სხვა სტატიები