რაფინიამ და ფრენკი დე იონგმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს
ჰანსი ფლიკმა „ბეტისთან“ შეხვედრის წინ უმნიშვნელოვანესი შევსება მიიღო - გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს რაფინიამ და ფრენკი დე იონგმა.
რაფინია ბოლო დღეებში ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა და „გალათასარაისთან“ მოგებულ მატჩშიც არ უთამაშია. მან ეს პაუზა ფიზიკური კონდიციების აღსადგენად გამოიყენა. Sport-ის ცნობით, სამწვრთნელო შტაბი ახლა აკვირდება, როგორ გაუძლებს მისი ორგანიზმი გაზრდილ დატვირთვას, რის შემდეგაც „ბეტისთან“ განაცხადში მისი მოხვედრა საბოლოოდ გადაწყდება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ფრენკი დე იონგის ფაქტორიც, რომელიც სეზონის პირველ მატჩს უახლოვდება. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა მუხლის მძიმე ტრავმის გამო საკმაოდ დიდი დრო გამოტოვა.
ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიდერლანდელი პირველივე წუთებიდან გამოჩნდეს მოედანზე. თუ სამედიცინო პერსონალისგან თანხმობა იქნება, სავარაუდოდ, დე იონგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება. ფლიკს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ რისკზე წასვლას არ აპირებს.
🚨 Raphinha, ready to return with Barcelona squad after completing full training session today.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 15, 2026
The Brazilian plans to be available soon with Real Betis and Paris Saint-Germain coming next, PSG main target.
Frenkie de Jong, also back in full training as @Nilsola10 reports. pic.twitter.com/tTdi1m3wQO
„ბეტისი“ საკუთარ მოედანზე ყველასთვის უხერხული მეტოქეა, ამიტომ ლიდერების დაბრუნება „ბარსას“ დამატებით რესურსს და ტაქტიკურ მრავალფეროვნებას მისცემს. საბოლოო განაცხადი მატჩისწინა ბოლო საწვრთნელი სესიის შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ექიმები ფეხბურთელების მდგომარეობას საბოლოოდ შეაფასებენ. შეგახსენებთ, რომ „ბეტისისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა შაბათს, 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.