რაფინია გახდა მე-4 ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნს ჰეთ-თრიკი შეუსრულა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,ბაიერნს'' უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.
მატჩში 3 გოლი გაიტანა კატალონიური გუნდის შემტევმა, რაფინიამ. ბრაზილიელი გახდა მე-4 ფეხბურთელი, რომელმაც ,,რეკორდმაისტერის'' წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკის გაფორმება შეძლო.
აქამდე ეს მხოლოდ როი მაკაიმ (2002 წელს), სერხიო აგუერომ (2014 წელს) და კრიშტიანუ რონალდუმ (2017 წელს) მოახერხეს.
3 ტურის შემდეგ ,,ბარსელონა'' 6 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა, ,,ბაიერნი'' კი 3 ქულით 23-ე ადგილს იკავებს.