Belive

რაფინია: ,,ფეხბურთი არის პროფესია, რომელიც განადგურებს''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' შემტევმა, რაფინიამ, ისაუბრა პრობლემებზე, რომლებსაც კარიერის განმავლობაში წააწყდა:

,,თუ ბევრს შრომობ და საფეხბურთო კარიერის შექმნა გინდა, არ უნდა დანებდე. ბევრი მიზეზი მქონდა, რომ კარიერა დამესრულებინა, ეს არის პროფესია, რომელიც განადგურებს.

იყო მომენტები, როცა სახლში ვბრუნდებოდი და არ ვიცოდი, მეორე დილით ვარჯიშზე წავიდოდი თუ არა. ვტიროდი და ეს ბარსელონაშიც ხდებოდა. შემდეგ ფსიქოლოგთან დავიწყე სიარული, რადგან მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ამის გაკეთება.

თუ საკუთარ თავზე არ იმუშავებ, ფეხბურთი გაგანადგურებს. დეპრესიაში ადვილად ვარდები და ყველაფერზე ხელს იქნევ.'' - რაფინია

მიმდინარე სეზონში რაფინიას ანგარიშზე ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 4 შეხვედრაში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები