რაფა ბენიტესი დაბრუნდა | 65 წლის მწვრთნელმა პანათინაიკოსი ჩაიბარა
პანათინაიკოსმა ევროპა ლიგაზე მეორე მატჩში წაგების გამო, დროებითი მთავარი მწვრთნელი - კრისტოს კონტისი დაითხოვა.
ბერძნულ კლუბს ახალი და ძალიან გამოცდილი მთავარი მწვრთნელი, 65 წლის ესპანელი - რაფაელ ბენიტესი ჩაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა უკვე დაადასტურა.
Panathinaikos welcomes Rafa Benítez as the club’s new head coach.
— Panathinaikos F.C. (@paofc_) October 24, 2025
This is the start of a new era. ☘️#PAOFC #Panathinaikos pic.twitter.com/hgkRPDGYVH
პანათინაიკოსმა სეზონი მძიმედ დაიწყო - განვლილი 6 ტურის შემდეგ, საბერძნეთის ჩემპიონატში 9 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს, ევროპა ლიგაზე კი 3 ტურის შემდეგ კლუბს 3 ქულა აქვს.
რაფა ბენიტესი კი ეცდება, რომ პანათინაიკოსს ძველი დიდება დაუბრუნოს. ფეხბურთის მოყვარულებისთვის რაფა ბენიტესი ისტორიული ფიგურაა, მან ჩემპიონთა ლიგის მოგება 2004/2005 წლების სეზონში შეძლო, თუმცა გარდა ამისა, მას უამრავი ევროპული ტურნირი აქვს მოპოვებული.
რაფა ბენიტესი წლების განმავლობაში: ვალენსიაში, რეალში, ლივერპულში, ინტერში, ჩელსიში, ნაპოლიში, ნიუკასლში, ევერტონში და სელტაში მუშაობდა.