Belive

რადომირ ანტიჩი გარდაიცვალა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

71 წლის ასაკში, სერბი ყოფილი ფეხბურთელი და საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელი - რადომირ ანტიჩი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების დეტალები ჯერჯერობით არ სახელდება. რადომირ ანტიჩი საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელი იყო, მას ნამუშავები არაერთ გრანდში აქვს: მადრიდის "რეალი" (1991/92 წლები სეზონი); მადრიდის "ატლეტიკო" (1995-2000 წლები) და "ბარსელონა" (2003 წელს). სამწვრთნელო კარიერა კი 2015 წელს დაასრულა და მისი ბოლო კლუბი, ჩინური - "ჰებეი" გახლდათ. ანტიჩმა 2008 წელს სერბეთის ეროვნული ნაკრებიც ჩაიბარა, სადაც 2010 წლამდე მუშაობდა და 2009 წელს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ასევე 1995-96 წლებში, მან მსოფლიოს საუკეთესო მწვრთელობის წოდება მიიღო. სერბი თავკაცის გარდაცვალებას უკვე გამოეხმაურნენ "ბარსელონა"; "რეალი" და "ატლეტიკო":

სხვა სტატიები