რა თქვეს მწვრთნელებმა მადრიდული დერბის შემდეგ?
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სეზონის პირველი დაპირისპირება დედაქალაქელ მეტოქეებს შორის - ლა ლიგის მე-7 ტურში ერთმანეთს ატლეტიკო და რეალი, მეტროპოლიტანოზე დაუპირისპირდნენ და მასპინძლებმა 5:2 გაიმარჯვეს. შესანისნავ ფორმაში მყოფი რეალი სეზონში პირველად დამარცხდა (7-დან შვიდი გამარჯვება ჰქონდა) და პირველ ადგილს იქამდე ინარჩუნებს, ვიდრე ბარსელონა საკუთარ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩის შემდეგ, ხაბი ალონსომ და დიეგო სიმეონემ თამაში შეაფასეს.
არანაირი პრეტენზია არბიტრთან. მსაჯის ნებისმიერი გადაწყვეტილება დამოუკიდებელი იყო. ეს დამსახურებული მარცხი იყო.
ყველა ფეხბურთელი გვჭირდება და ჯუდი (ბელინგემი) ჩვენი მთავარი მოთამაშეა. ის კარგად ვარჯიშობდა. გვინდოდა მოთამაშეებით ერთი პოზიცია გადაგვეტვირთა, მაგრამ ვერ მივაღწიეთ ამას.
ისინი ჩვენს ზურგს უკან მაღალ ბურთებს აბრუნებდნენ, ჩვენ კი ვერც პირველ დუელს ვიგებდით და ვერც მეორეს.
გადაწყვეტილებებს შემდეგ გავაანალიზებთ, მაგრამ მათგან ვისწავლით. არ დავივიწყებთ ამ მარცხს. ეს მტკივნეულია გულშემატკივრებისთვისაც, მაგრამ ეს პროცესია. გუნდს ახლა ვაშენებთ და დღეს ჩვენ არ ვითამაშეთ იმ დონეზე, როგორიც გვინდოდა. კრიტიკულად უნდა შევხედოთ საკუთარ თავს, გავაანალიზოთ მიზეზი და ვეცადოთ გაუმჯობესებას. საქმე დასკვნების გამოტანაშია და ჩვენ ამას გავაკეთებთ. - განაცხადა ხაბი ალონსომ
სათადარიგოთა სკამზე ცრემლები წამომივიდა, რადგან სხეულში ბევრი ემოცია მაქვს. სეზონი რთულად დაიწყო და ბევრი ადამიანის მხრიდან დიდი ძალისხმევაა გაღებული - ამ ყველაფერს ხალხი ვერ ხედავს, მე კი ეს შიგნიდან ვიცი.
ჩემი გზავნილი გულშემატკივრებისადმი არის ის, რომ ჩვენი ირწმუნონ. თქვენ იცით, თუ როგორ ვიქცევი მე და რა მიდგომა მაქვს: რწმენა, შრომა, სიმშვიდე, იმის ცოდნა, თუ რა უნდა გაკეთდეს, გაუმჯობესების სფეროების იდენტიფიცირება და განვითარება. ლივერპულის შემდეგ (მარცხი ბოლო წუთზე) ჩვენ წინ მივდივართ. დღეს ძალიან, ძალიან კარგი მატჩი იყო.
ხულიან ალვარესი განსაკუთრებულად რატომ მიყვარს? ის მსოფლიო ჩემპიონია, დიდებული ფეხბურთელია და ამავდროულად ძალიან მოკრძალებული. მას არ ადარდებს თუ ვის ეთამაშება, ყველაზე მეტს დარბის იმის მიუხედავად, თუ ვინაა მეტოქე. მას უბრალოდ შრომა უყვარს. - დიეგო სიმეონე რეალთან გამარჯვების შემდეგ
ამ მომენტისთვის, რეალი 18 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს, ატლეტიკო კი მეოთხეა. ხაბი ალონსოს გუნდი 4 ოქტომბერს ვილიარეალს მიიღებს, 'ჩოლოს' ატლეტიკო კი მერვე ტურში სტუმრად, სელტასთან ითამაშებს.