Belive

"რა თქმა უნდა, ფინალში შეცდომები იყო" - სიმონ მარჩინიაკი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სიმონ მარჩინიაკმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს წარუძღვა, აღიარა, რომ საფრანგეთისა და არგენტინის დაპირისპირების დროს შეცდომა დაუშვა.

აღსანიშნავია, რომ პოლონელმა მსაჯმა, როგორც ექსპერტებისა და გულშემატკივრების შექება, ასევე ფიფას მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარის პიერლუიჯი კოლინას კომპლიმენტები დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, თავად სიმონი თვლის, რომ თამაშში ხარვეზები იყო და მის შეცდომაზეც ხმამაღლა საუბრობს.

"რა თქმა უნდა, ფინალში შეცდომები იყო. მარკოს აკუნიას ვარდნის შემდეგ, თამაში გავაჩერე და ფრანგებს კარგი კონტრ-შეტევის განხორციელების საშუალება არ მივეცი. ვშიშობდი, რომ ფეხბურთელი დაშავდა და მატჩი სწორედ ამიტომ შევაჩერე. მომენტი არასწორად გავიაზრე, რადგან არაფერი მომხდარა. ასეთ თამაშში შეცდომების დაშვება რთულია. მთავარი ისაა, რომ ჩემი შეცდომა დიდი არ ყოფილა."

z29277817AMPKatar-2022-Szymon-Marciniak-w-finale-mundialu-Are

პოლონელმა არბიტრმა იმ მომენტზეც ისაუბრა, სადაც საფრანგეთის გულშემატკივრები ითხოვდნენ, რომ მესის გოლი უნდა გაუქმებულიყო. მარჩინიაკმა განმარტა, რომ ეს გოლი არ უნდა გაუქმებულიყო და ამ შემთხვევაში ის დამნაშავე არ არის.

"ფრანგები ამ ფოტოს არ აჩენენ, სადაც 7 ფრანგ ფეხბურთელს ვხედავთ მოედანზე, ვიდრე მბაპე გოლს გაიტანს."

სხვა სტატიები