Belive

ბაიერნი ლუკა პარკაძეს 6-თვიანი იჯარით ავსტრიაში გაანათხოვრებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

18 წლის ქართველი ნახევარმცველი - ლუკა პარკაძე, მიუნხენის "ბაიერნიდან" კარიერას ავსტრიულ - "ადმირაში" გააგრძელებს.

მიუნხენური კლუბი ქართველ ფეხბურთელს 6-თვიანი იჯარის ანათხოვრებს, 6 თვის შემდეგ კი პარკაძე გერმანული გრანდის რიგებში დაბრუნდება.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "Geo Team"-ი ავრცელებს.

“ბაიერნმა” ლუკა პარკაძე გასულ წელს შეიძინა. ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბს 2023 წლის ივლისში შეურთდა. “ბაიერნმა” პარკაძე მაშინ შეამჩნია, როდესაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები 3:0 დამარცხდნენ, ლუკა პარკაძემ გერმანელ სკაუტებზე დიდი გავლენა მოახდინა.

რაც შეეხება 18 წლის ქართველი ფეხბურთელის ახალ კლუბს, "ადმირა" ავსტრიის მეორე ლიგაში თამაშობს და გასულ სეზონში გათამაშება მე-10 ადგილით დაასრულეს.

სხვა სტატიები