რა თანხა გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროტურნირებზე?
4 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
დინამო თბილისი
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო, სადაც ბაქოს ნეფთჩის დაუპრისიპირდა და ორი მატჩის ჯამში - 2:4 (1:2, 1:2) დამარცხდა და კონფერნენს ლიგაზე გადაერთო, სადაც "მაკაბი ჰაიფასთან" ორრაუნდიანი დაპირისპირება - 2:7 (1:2, 1:5) დათმო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ოთხივე შეხვედრა წააგო, ჩემპიონთა ლიგის პირველ და კონფერენს ლიგის მეორე ეტაპებზე მონაწილეობის გამო ჯამში 550 000 ევრო მიიღო, რასაც უეფასგან ყველა ჩემპიონი კლუბისთვის განკუთვნილი 260 000 ევრო ემატება, რაც ჯამში 810 000 ევრო, ანუ 2 მილიონ 940 071 ლარს უდრის.
დინამო ბათუმი
ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ევროთასებზე უეფას კონფერენს ლიგიდან ჩაერთო, სადაც ისტორიული შედეგი აჩვენა და მესამე ეტაპამდე მივიდა. "ტრე პენესთან" (7:0) და ბორისოვის "ბატესთან" (4:2) გამარჯვებების შემდეგ, აჭარლებმა 850 000 ევრო, ანუ 17 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსით 3 მილიონ 085 260 ლარი გამოიმუშავეს.
გორის დილა
გორის "დილას" მეტოქე უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასმოსვლისას სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონი "ჟილინა" იყო, რომელთანაც პირველ შეხვედრაში - 1:5 დამარცხდა, საპასუხო მატჩი კი - 2:1 მოიგო, თუმცა ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა პირველ ეტაპზე გამოსვლისა და დამარცხების შედეგად, გორელებმა 250 000 ევრო მიიღეს.
გაგრა
რაც შეეხება ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ კლუბს, მათ მეტოქედ მონტენეგროს ჩემპიონატის მეორეადგილოსანი "სუტიესკა" ერგოთ, რომელთანაც პირველი მატჩი - 0:1 წააგეს, თბილისში კი ფრე - 1:1 ითამაშეს და შემდეგ ეტაპზე მოწინააღმდეგე მინიმალური უპირატესობით გაუშვეს. მათაც, ქართლელების მსგავსად წილად მეოთხედი მილიონი ევრო ხვდათ, რაც ამჟამინდელი კურსით 907 409 ლარს უდრის.