"ბოდიში დონარუმას", პრემია სკაუტს", "ის სილესენს სკამზე დასვამს" - რას წერენ ესპანელი ქომაგები მამარდაშვილზე?
3 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
"შეუძლებელია, სეზონის უფრო ქაოსურად დაწყება - პირველივე წუთზე ფეხბურთელის გაძევებით, მაგრამ ამ შემთხვევაში მხსნელად გიორგი მამარდაშვილი მოგვევლინა"; "მამარდაშვილმა ის მძიმე ტვირთი მოგვხსნა, რომელიც ნეტოს წასვლის შემდეგ გვქონდა"; "გრანადასთან" მატჩის შემდეგ ვაკვირდებით მამარდაშვილს, მისი კონტრაქტის შეძენა სულ რაღაც 1 მილიონი ჯდება, ასე რომ, ეს თითქმის საჩუქარია"; "მამარდაშვილი. ვალენსიაში არის მეკარე, რომელიც სილესენსა და ჟაუმეს პრობლემებს შეუქმნის"; "ამ ზაფხულში მხოლოდ ორი მოთამაშე დავიმატეთ - მამარდაშვილი და ალდერეტე, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მატჩი სწორედ მათ მოიგეს"; "დღეს ლა ლიგა დაიწყო და ჩემთვის დღის მთავარი გმირი თავისი ისტორიით, არის გიორგი მამარდაშვილი. მეკარე, რომელიც სილესენს სკამზე დასვამს" "ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეა"; "თქვენ აუცილებლად უნდა მისცეთ ჯილდო სკაუტს, რომელმაც მამარდაშვილი "დინამო თბილისიდან" აღმოაჩინა. ესპანური კლუბები ნაკლებად აკვირდებიან ასეთი ქვეყნების ბაზარს"; "ჩემს ცხოვრებას ისეთ მამაკაცს ვანდობდი, რომელიც ზუსტად ამიხსნიდა თუ როგორ წარმოითქმის ამ მეკარის გვარი"; "მამარდაშვილი უფრო მეტი ღირს, ვიდრე "ხეტაფეს" მთელი გუნდი"; "ერთადერთი, რის გამოც მამარდაშვილი Twitter-ის პოპულარულთა სიაში არ არის, არის ფაქტი, რომ ხალხმა არ იცის, როგორ იწერება მისი გვარი"; "მამარდაშვილი არის დამიან კვინტერო, კარატეს ოლიმპიური მედალოსანი"; "ჯიჯი დონარუმა?, ბოდიში, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გიორგი მამარდაშვილზე ვსაუბრობთ"; "გუნდმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ სამი ქულა მამარდაშვილმა მოგვიპოვა, ენდეთ ამ ადამიანს"; "გიორგი მამარდაშვილი პლანეტაზე საუკეთესო მეკარეა"მისი გვარი ძნელად დასაწერია, მაგრამ ამ მეკარის თამაშის ყურება სიხარულის ცრემლის თანხლებით შეგიძლია";