Belive

რა თანხა გამოიმუშავა მოურინიომ კარიერის განმავლობაში კომპენსაციის სახით?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ჟოზე მოურინიო "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა. სამსახურიდან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე გათავისუფლების გამო, კლუბის პრეზიდენტს, დენიელ ლევის პორტუგალიელი სპეციალისტისთვის 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. საინტერესოა, რომ მთელი კარიერის განმავლობაში,  "განსაკუთრებულს" ხსენებული მიზეზით ჯამში 93.5 მილიონი ევრო აქვს "გამომუშავებული", ეს თანხა კი დეტალურად ასე გამოიყურება: ლონდონის "ჩელსიდან" ორჯერ დათხოვნის შემდეგ, 58 წლის სპეციალისტმა ჯამში 30 მილიონი მიიღო. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჟოზეს კუთვნილი 15 მილიონი გადაუხადა, მადრიდის "რეალის" შემთხვევაში კი საქმე 17 მილიონ ევროსთან გვაქვს.
Image: PA
  მოურინიო “დეზების” თავკაცი 2019 წლის ნოემბერში გახდა და მას შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 86 შეხვედრა ჩაატარა, 45 მოიგო, 17 ფრედ დაასრულა და 24-ში დამარცხდა. წინა სეზონში, ლონდონელებმა პრემიერ ლიგაში მეხუთე პოზიცია დაიკავეს, მიმდინარე გათამაშებაში კი 32 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, თავს 50 ქულას უყრის და მეშვიდე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები