რა შეფასება დაიმსახურა ზურიკო დავითაშვილმა გრენობლთან მატჩში?
საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში, "ბორდომ" "გრენობლი" - 3:0 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი 57-ე წუთზე გატანილი გოლით საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმაც შეიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, მატჩის ბოლოს კი ევროპის ლიდერი სტატისტიკური კომპანიებისგან ერთ-ერთი უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა.
22 წლის ქართველმა შემტევმა 7.8 კოეფიციენტი მიიღო, რაც შეხვედრაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელი იყო, რაც შეეხება მის დეტალურ სტატისტიკას, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
ნათამაშები დრო: 90
გოლი: 1
ბურთთან შეხება: 46
პასის სიზუსტე: 18/25 (72%)
საკვანძო პასი: 2
გრძელი პასი: 1/3
კარში დარტყმა: 2
კარისკენ დარტყმა: 3
წარმატებული დრიბლინგი: 1/2
მოგებული ორთაბრძოლა მოედანზე: 7/14
მოგებული ორთაბრძოლა ჰაერში: 1/1
ართმევა: 6