სენტ-ეტიენს მონპელიესთან მოგება ჩაუთვალეს
საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურის შეხვედრაში "სენტ ეტიენი" "მონპელიეს" 0:2 ამარცხებდა, მატჩი 61-ე წუთზე მასპინძელი გუნდის ქომაგების ობსტრუქციით შეწყდა და აღარც გაგრძელებულა. მას შემდეგ სიტუაციის განხილვა მიმდინარეობდა, რამაც "სენტ-ეტიენისთვის" დადებითი შედეგი გამოიღო და უმნიშვნელოვანესი 3 ქულაც მიითვალა.
ზურიკო დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" 23 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა, ბოლო ადგილზე მყოფი "მონპელიე" 15 ქულითაა. ქართველი ფეხბურთელის გუნდს 1 ქულით "ლე ავრი" უსწრებს, "რეიმსს" კი 26 ქულა აქვს.
ზურიკო დავითაშვილს აღნიშნულ შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა ჰქონდა, ზოგადად ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს.
🎙️ Eirik Horneland : "Les trois points récupérés ce mercredi ont un impact positif dans les têtes. Ils nous permettent de recoller avec le wagon. Ça a amené du positif au centre de formation. Il y a encore beaucoup de choses à aller chercher sur ces sept derniers matchs. Il va… pic.twitter.com/4XpQ8MmDEn
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) April 4, 2025