ლა ლიგის 26-ე ტურში ,,ვალენსიამ'' ,,მალიორკას'' სტუმრად 1:0 მოუგო. ,,ღამურების'' ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მე-5 შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეოთხედ შეინახა.
ქართველმა მეკარემ დღევანდელ მატჩში მეტოქის დარტყმა სამჯერ მოიგერია, პირველი ნახევრის მიწურულს კი ყვითელი ბარათი მიიღო.
ვებგვერდმა SofaScore-მა მამარდაშვილის თამაში 7.4 ქულით შეაფასა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მე-6 შედეგია. ამავე საიტის მონაცემებით, ყველაზე მაღალი შეფასება ,,მალიორკას'' შემტევმა, ტაკეფუსა კუბომ, დაიმსახურა (8.4), რომელმაც ერთადერთი გოლის ავტორს, გაბრიელ პაულისტას, 0.2 ქულით აჯობა.
26 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 33 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა. ხოსე ბორდალასის გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 მარტს, ესპანეთის თასზე, ,,ბილბაოს'' წინააღმდეგ გამართავს.