რა შეფასება დაიმსახურა ლუკა ლოჩოშვილმა მილანთან მატჩში?
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში ,,მილანმა” ,,კრემონეზეს” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
სტუმართა შემადგენლობაში მოედანზე 90 წუთი გაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა.
24 წლის ფეხბურთელმა Sofascore.com-ისგან 6,7-ქულიანი, Whoscored.com-ისგან 6,75-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
ლუკა ბურთს სულ 30-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 7-დან 3 დუელი მოიგო და 19-დან 13 სწორი გადაცემა გააკეთა (68%).
33 ტურის შემდეგ, ,,კრემონეზე” 21 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა. ლოჩოშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 6 მაისს, ,,სპეციასთან'' შინ გამართავს.