Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ სალერნიტანასთან მატჩში?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სალერნიტანას” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

დღევანდელ მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მოედანზე 90 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 7,4-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარი გუნდის რიგებში მხოლოდ გოლის ავტორს, მატიას ოლივერას (8,2) ჩამორჩა.

ხვიჩა ,,სალერნიტანას” წინააღმდეგ ბურთს სულ 79-ჯერ შეეხო, კარისკენ სამჯერ დაარტყა და 49-დან 44 სწორი გადაცემა გააკეთა (90%).

ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7 ქულით შეაფასა.

32 ტურის შემდეგ ,,ნაპოლის” 79 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ,,ლაციოს'' 18 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომავალ შეხვედრას 4 მაისს, ,,უდინეზეს” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები