Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მილანთან მატჩში?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის იტალიურ დაპირისპირებაში პირველი მატჩი მილანში, "სან სიროზე" გაიმართა და მასპინძელი "მილანის" "ნაპოლისთან" - 1:0 გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრა სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყო და მოედანზე 81 წუთი გაატარა 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ. საქართველოს ნაკრების ლიდერი 7.3 კოეფიციენტით თავის გუნდში საუკეთესო შეფასების მქონე ფეხბურთელი იყო, მისი დეტალური სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:


ნათამაშები დრო: 81 წუთი

საგოლე შანსების შექმნის კოეფიციენტი (XG): 0.39

კარში დარტყმა: 1

დაბლოკილი დარტყმა: 1

წარმატებული დრიბლინგი: 6/8

დიდი საგოლე შანსი: 1

ბურთთან შეხება: 54

პასის სიზუსტე: 22/27 (81%)

საკვანძო პასი: 2

გრძელი პასი: 1

მოგებული ორთაბრძოლა მიწაზე 10/18

მოგებული ორთაბრძოლა ჰაერში: 0/2

მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 1

ჩაჭრა: 1


გუნდებს შორის გასამართი საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს, ნეაპოლში შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები