Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ემპოლისთან მატჩში?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ემპოლი” სტუმრად 2:0 დაამარცხა.

ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა ორივე გოლში მიიღო.

22 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 71 წუთი გაატარა და Sofascore-ისგან 7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარ გუნდში პიოტრ ზელინსკის (7,6), ალექს მერეტს (7,5) ირვინგ ლოზანოს, (7,4), ამირ რაჰმანისა (7,1) და კიმს (7,4) ჩამორჩა

ხვიჩა ,,ემპოლის” წინააღმდეგ ბურთს სულ 36-ჯერ შეეხო, კარისკენ ოთხჯერ დაარტყა და 27-დან 22 სწორი გადაცემა გააკეთა (81%).

ვებგვერდმა, Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 6,61 ქულით შეაფასა (უარესი შეფასება ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ მარიო რუიმ მიიღო).

24 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 65 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 3 მარტს, ,,ლაციოსთან'' გამართავს.

სხვა სტატიები