Belive

რა შემთხვევაში მიიღებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს?!

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდა და დასანანი მარცხი განიცადა. "დინამო არენაზე" გამართული მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ 0:0 დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად დანიშნულ თერთმეტმეტრიანების სერიაში კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 3:4 დამარცხდა.

1/4-ფინალში განცდილი მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. იმ შემთხვევაში თუ ნახევარფინალში ერთდროულად გავლენ საფრანგეთი და ინგლისი, გაიმართება დამატებითი მატჩი ოლიმპიური საგზურისთვის მეოთხედფინალში დამარცხებულთაგან საუკეთესო გუნდებს შორის.

თუ ხვალ ინგლისი მოუგებს პორტუგალიას, საფრანგეთი კი – უკრაინას, მაშინ საქართველოს ნაკრები გადის პლეი ოფში და ეთამაშება:

ესპანეთს (თუ ვერ გავიდა 1/2-ფინალში); ხოლო თუ ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა, "ჯვაროსნების" მეტოქე იქნება უკრაინა. თამაში გაიმართება რუმინეთში.

ამ მატჩში გამარჯვებული მოიპოვებს ოლიმპიადის საგზურს.

რაც შეეხება ინგლისსა და საფრანგეთს, ინგლისელები ვერ მიიღებენ ოლიმპიადის საგზურს, იმიტომ, რომ ასეთი უფლება მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრს აქვს – დიდ ბრიტანეთს და არა ინგლისს. საფრანგეთი კი ოლიმპიდის მასპინძელია.

შესაბამისად, საფრანგეთი და ინგლისი ოლიმპიადის საგზურისთვის არ იბრძვიან.

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები