Belive

"მატჩის 30 წუთის შემდეგ დასრულება შეგვეძლო" - ისრაელის მთავარი მწვრთნელი

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა დასანანი მარცხი განიცადა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისრაელთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და ევროპირველობაზე ასპარეზობა დაასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც შეიძლება ითქვას, რომ გაი ლუზონი ხმამაღალ განცხადებებს არ მოერიდა.

"მატჩის 25-30 წუთის შემდეგ დასრულება შეგვეძლო. ბევრი მომენტი გვქონდა და შეიძლებოდა, რომ ანგარიში 2:0 ან 3:0 ყოფილიყო. მეორე ტაიმში მეტოქემ წნეხი გაზარდა, რასაც გამძლეობითა და სითამამით დავხვდით. ვთვლი რომ გამარჯვება გვეკუთვნოდა. ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი. მჯერა, რომ პენალტების სერიაში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია", - გაი ლუზონი.

შეგახსენებთ, 1/2-ფინალში ისრაელის ახალგაზრდული ნაკრები ინგლისსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები