თანამედროვე ფეხბურთში საოცარი თანხები ბრუნავს - იქნება ეს ტრანსფერები თუ ფეხბურთელების ანაზღაურება.
მოთამაშეები ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანაზღაურებებს ინგლისის ჩემპიონატში იღებენ.
ვნახოთ, რა ანაზღაურება აქვთ კვირის განმავლობაში პრემიერ ლიგის ცენტრალურ მცველებს.
როგორც უკვე იცით, ვირჯილ ვან დაიკმა ჯვარედინი იოგის ტრავმა "ევერტონთან" შეხვედრაში, ჯორდან პიკფორდთან შეჯახებისას მიიღო, რის გამოც ნიდერლანდელს წარმატებული ოპერაციის მიუხედავად მთელი სეზონი გაუცდება, რაც "ლივერპულს" სერიოზულ დარტყმას აყენებს. თუმცა სანამ ვან დაიკი ტრავმას მიიღებდა, მან სრულიად სამართლიანად დაიმსახურა საუკეთესო ცენტრალური მცველის სტატუსი.
საინტერესოა ვან დაიკის და პრემიერ ლიგის სხვა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცენტრალური მცველების კვირეული შემოსავლის შედარება.
Spotrac-ის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ პრემიერ ლიგის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად ცენტრალურ მცველს.
რეიტინგი : 10. ანტონიო რუდიგერი - 100 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში)9. მამადუ სახო - 100 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში)8. ჯონ სტოუნსი - 100 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში)7. დავიდ ლუიზი - 100 962 ფუნტი სტერლინგი (კვირაში)6. ტიაგო სილვა - 110 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში)5. ვიქტორ ლინდელოფი - 120 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში) 4. ემერიკ ლაპორტი - 120 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში) 3. იერი მინა - 120 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში) 2. ჰარი მაგუაიერი - 162 775 ფუნტი სტერლინგი (კვირაში)1. ვირჯილ ვან დაიკი - 190 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში)
როგორც ხედავთ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცენტრალური მცველია ვან დაიკი და სრულიადაც სამართლიანად, მან ეს ნამდვილად დაიმსახურა, მაგრამ, რაც შეეხება სიაში მყოფ სხვა ცენტრალურ მცველებს, იმავეს თქმა უსამართლობა იქნებოდა.
მაგალითად, ჰარი მაგუაიერი - რა თქმა უნდა, ის კარგია მცველია, თუმცა არც ისე კარგი და სტაბილური ამხელა ანაზღაურებას რომ იღებდეს, თანაც ჩამონათვალში ბონუსები გათვალისწინებული არაა.
იგივე შეიძლება ითქვას დავიდ ლუიზზეც - ბრაზილიელს მშვენიერი დარტყმა აქვს და არაერთი საოცრად შესრულებული ჯარიმა გვინახავს მის მიერ, მაგრამ წლებთან ერთად სტაბილურობა ლუიზმაც დაკარგა და უკვე ხშირად უშვებს უხეშ შეცდომებს, რაც გუნდისთვის ცუდად მთავრდება.